მარნეულის მერია ელექტროენერგიის გათიშვისას 90-იან წლებში ბრუნდება
მარნეულის მერიაში დღეს, 5 ოქტომბერს სამუშაი დღე ელექტროენერგიის გარეშე დაიწყო.

მარნეულში შუქი ავარიული მდგომარეობის გამოა გამორთული. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" გვითხრეს ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება.

მარნეულის მერია მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობის ელექტრონულ წერილებს ვერ უპასუებს, ვერ გამოაქვეყნებს ინფორმაციას მერიასა თუ საკრებულოში დაგეგმილი შეხვედრებისა და სხდომების შესახებ და მანამ, სანამ შუქი მოვა 90-იან წლებში დაბრუნება მოუწევთ.

მერიის გენერტორი გაფუჭებულია. ახალი გენერატორის შეძენას კი 2019 წლიდან გეგმავენ.

როგორც მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ გვითხრა, გენერატორის ყიდვისათვის  2018 წლის ბიუჯეტში თანხები გამოყოფილი არ იყო, 2019 წლიდან კი ახალ გენერატორსაც იყიდიან და ძველსაც შეაკეთებენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები