404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

მარნეულის მერიამ კანონი კიდევ ერთხელ დაარღვია
მარნეულის მერიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კიდევ ერთხელ დაარღვია. 3 ოქტომბერს რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტმა მარნეულის მერიას წერილით მიმართა, რათა გაგვერკვია, თუ როგორია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელების ინფრასტრუქტურა, რამდენი არალეგალური ნაგავსაყრელია მუნიციპალიტეტში, როგორ ხორციელდება ნარჩენების გატანა ქალაქსა და სოფლებში და ა.შ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით საჯარო დაწესებულება, ამ შემთხვევაში მარნეულის მერია, ვალდებულია საჯარო ინფორმაციაზე პასუხი გაგვცეს დაუყოვნებლივ ან იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციის მოძიება დიდ დროს მოითხოვს, 10 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის დამუშავება დიდ დროს მოითხოვს მერიას 10 დღიანი ვადის გახანგრძლივებაც შეუძლია, მაგრამ ამის შესახებ განმცხადებელს უნდა აცნობოს.

რადიო „მარნეული“ უკვე მეთერთმეტე დღეა, რაც მერიიდან საჯარო ინფორმაციის პასუხს ელოდება. მათ ჩვენთვის არ შეუტყობინებიათ, რომ 10 დღიანი ვადის გახანგრძლივებას აპირებდნენ.

გუშინ, 16 ოქტომბერს ჩვენ დავუკავშირდით მარნეულის მერიის საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსს მაკა დარბაიძეს რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია მოცულობითია და სავარაუდოდ მერიას პასუხის გასაცემად ერთ თვიანი ვადა დასჭირდება, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური წერილი ჩვენთვის არ გამოუგზავნიათ.

რადიო „მარნეული“

ამავე თემაზე:

მარნეულის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონდარღვევას ტექნიკური ხარვეზით ამართლებს

საჯარო ინფორმაციის პასუხად მერიამ მოქალაქე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გადაამისამართა

მერია საკუთარ გამჭვირვალობას დადებითად აფასებს, თუმცა პირდაპირ კომუნიკაციას წერილობით ურთიერთობას ამჯობინებს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები