404 შეცდომა
კანონდარღვევით დაანონსებული 16 საკრებულოს სხდომა



ორჯერ გადადებული საკრებულოს სხდომა ხვალ, 19 ოქტომბერს გაიმართება. სხდომა წესით 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
ინფორმაცია საკრებულოს სხდომის გამართვის შესახებ 2 დღით ადრე დადეს. ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს დავუკავშირდით, რომელმაც არ დააკონკრეტა თუ რატომ ვერ ახერხებს აპარატი კანონის ფარგლებში, 7 დღით ადრე დაანონსებას.

ერთი კვირით დაანონსებული საკრებულოს სხდომის შესახებ ჩვენ ანონსი არასდროს გვინახავს. რადიო „მარნეულმა“ მოიკვლია ინფორმაცია 8 თვის განმავლობაში რამდენი სხდომა გაიმართა და რა ვადებში დაანონსდა. აპრილის თვიდან დღემდე რიგგარეშე და დაგეგმილი სულ 16 სხდომა ჩატარდა. აქდან რიგგარეშე 4 სხდომაა, რომელიც იმავე დღეს დაანონსეს.

19 ოქტომბრის სხდომა 12 საათზე დაიწყება. დღის წესრიგის მიხედვით, ექვს საკითხს განიხილავენ:

1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემმბრის N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს. ვ. მამედოვი, რ. ტაბატაძე/
2. დონარა ნარიმანიძის განცხადების განხილვის შესახებ
/რ. ტაბატაძე/
3. „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N120 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. რ.ტაბატძე/
4. „გარე რეკლამის განთავსების რეგულირების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. ნ. მთვარელიძე/
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის 2018 წლის 04 ოქტომბრის N4225-03 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს. ნ. მთვარელიძე/
6. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 აგვისტოს N3590-03 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს. გ. გიორგაძე/

კვლავ შეგახსენებთ, რომ : მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 134 მუხლის მიხედვით -ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უნდა მოხდეს.
ასევე საკრებულოს სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება დაესწროს მას:
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები საჯაროა, მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ პირს აქვს მინიჭებული ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების ანდა ნებართვის გარეშე.

რადიო "მარნეული"
Print