ქობულეთის ქუჩაზე გზა მხოლოდ საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის შემდეგ დაიგება




მარნეულში, ქობულეთის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობს კანალიზაციისა და გზის პრობლემა აწუხებს. ამბობენ, რომ ორივეს მოგვარება მათთვისს მნიშნელოვანია, ცუდი გზის არსებობის გამო ზაფხულში მტვერი, ცუდ ამინდებში კი ტალახი აწუხებთ. საკანალიზაციო სიტემას საკუთარი ხარჯებით ებრძვიან. მოსახლეობა იხსენებს, რომ გზის პრობლემით მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დაინტერესდნენ და მხოლოდ მოხრეშვით შემოიფარგლნენ

„კანალიზაციის პროლემას ვერავინ ხედავს, ვის ვუთხრათ? რამდენჯერ მივმართეთ. ჩვენ თვითონ ვქირაობთ მუშებს და ფულს ვაძლევთ, რომ გაასუფთაოონ. თვითონ თუ გავაკეტებთ ყველაფერს, მაშინ რად გვინდა მთავრობა? „

„.რამდენი წელია ეს გზები ასეთ მდგომარეობაშია. შორეულ სოფლებშიც არის ასფალტი, ჩვენს ქუჩაზე კი არა. ზამთარში ცუდ მდგომარეობაში ვართ. სახლიც , როგორც ეზო ტალახშია დასვრილი.“

„ბავშვები სკოლაში რომ დადიან სულ ტალახში ისვრებიან. მოვიდნენ, ამოთხარეს ასფალტი წყალი გაიყვანეს და ისე დატოვეს. წინა წელს არჩევნები რომ იყო, მაშინ ერთი-ორი მანქანა ხრეში მოიტანეს და იმით მოხრეშეს.“ -ამბობს მოსახლეობა.


როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ, ქობულეთის ქუჩის მცხოვრბლებს ახალი საკანალიზაციო სისტემა მასშტაბური პროექტის, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის შემდეგ ექნებათ, რომლის სამუშაოები წესით წლის ბოლოს უნდა დაიწყოს და ორ წლამდე გაგრძელდეს.

რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, მერიაში გვითხრეს, რომ ამ პრობლემის მოგვარება საკანალიზაციო სისტემის განახლების შემდეგ მოხდება, თუმცა კონკრეტულად როდის - უცნობია.

რადიო "მარნეული"





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები