სადახლოსა და ქუთლიარში ახალი სახანძრო დეპო მოეწყობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოსა და ქუთლიარში სახანძრო დეპო მოეწყობა. როგორც რადიო მარნეულს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფრომა მიხეილ ფეიქრიშვილმა განუცხადა , მსგავსი დეპოების აშენენება ქვემო ქართლის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშც იგეგმება, რისთვისაც ტენდერს სავარაუდოდ მომავალი წლისთვის გამოაცხადებენ. დეპოებს სრულიან ახალი ინფრასტრუქტურა ექნება.



„ახალი სახანძრო დეპოები იქნება აფსოლუტურად განსხვავებული, ევროსტანდარტების. დეპოების ახალი სტანდარტები ითვალისწინებს იმას, რომ ყველგან უდა იყოს შესაბამისი პირობები მეხანძრე-მაშველებისთვის. კეთილმოწყობილი უნდა იყოს სველი წერტილები, სამზარეულო. ფართი უნდა მოიცავდეს სავარჯიშო მოედნებს, ტრენაჟორებს იმისთვის რომ მეხანძრე-მაშველებს ჰქონდეთ პირობები ყოველდღიურად ფიზიკურ მომზადებას დაუთმონ დრო.- ამბობს მიხეილ ფეიქრიშვილი

მიხეილ ფეიქრიშვილის თქმით, სამომავლოდ ავტოპარკის განახლებაც იგეგმება, რომლის თანახმადაც საბჭორურ  პერიოდში წარმოებული მანქანები აღარ იარსებებს. სადახლოსა და ქუთლიარში უკვე გამოიყო ადგილები, სადაც დეპო მოეწყობა. ქუთლიარში 42, 12 კვ.მ ფართი გამოიყო, ხოლო სადახლოში 48.54 კვ.მ

რადიო „მარნეული“

Print