თბილისში კაცი მე-14 სართულიდან გადმოვარდა და უვნებლად გადარჩა
დღეს, 30 ოქტომბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან 25 წლის კაცი გადმოვარდა და უვნებლად გადარჩა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქირურგიის ეროვნული ცენტრში გადაიყვანა, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა. მას სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება, თუმცა თავს კარგად გრძნობს და ადეკვატურად პასუხობს ექიმებს.

ნეტგაეთი ქირურგიის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გასცემდნენ. თუმცა მანამდე ცენტრმა ინტერპრესნიუსს მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა კაცს ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და კორპუსიდან შემთხვევით გადმოვარდა. მისი მონათხრობით, კორპუსის ქვემოთ მდებრე ავტოფარეხში ჩავარდა და “პუფებს” დაეცა, რამაც, სავარაუდოდ, მისი სიცოცხლე გადაარჩინა.


წყარო: ნეთგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები