"არ არის გამორიცხული, საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს" - რა თამაშს თამაშობს ფაშინიანი და როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთის ირგვლივ
"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ირან­სა და აშშ-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, ირან­თან სა­ზღვა­რი დე ფაქ­ტო და­ი­ხუ­როს. იმა­ვეს არ გა­მოვ­რი­ცხავთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან. რა გა­მო­დის, რომ სომ­ხე­თი კუნ­ძუ­ლია ზღვის გა­რე­შე და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, რა უნდა ვქნათ?" - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ერთ ძა­ლი­ან გა­მოც­დილ დიპ­ლო­მატ­თან შეხ­ვედ­რი­სას მან აღ­წე­რა ის სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­შიც სომ­ხე­თი იმ­ყო­ფე­ბა - რო­დე­საც ორი სა­ზღვა­რი - თურ­ქეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან და­ხუ­რუ­ლია, ხოლო ორი დარ­ჩე­ნი­ლი სა­ზღვა­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნა­ხევ­რად არის გახ­სნი­ლი. მისი ორაზ­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბის ამოხ­სნას ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ტო­ლო­გებ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ერთი ნა­წი­ლის თქმით, ფა­ში­ა­ნი­ნი რუ­სეთ­სა და ამე­რი­კას შო­რის ლა­ვი­რე­ბას ცდი­ლობს, სხვე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის დაბ­ნე­უ­ლია.

ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში მა­მუ­კა არე­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა ერ­თგვა­რი ტეს­ტია მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

- ეს გან­ცხა­დე­ბა არის სი­ტუ­ა­ცი­ის ტეს­ტი­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­მელ დიპ­ლო­მატს გუ­ლის­ხმობ­და ფა­ში­ნი­ა­ნი, თუ ირან­თან სა­ზღვრის ჩა­კეტ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, შე­საძ­ლოა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ჯონ ბოლ­ტონს (ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ვე­ლი) გუ­ლის­ხმობ­და. ტრამპმა გა­ახ­მო­ვა­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი, რო­დე­საც თქვა, რომ სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ფა­ში­ნი­ა­ნის მოს­ვლით, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა, მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია რას გუ­ლის­ხმობ­და, მაგ­რამ ბა­ქო­საც იგი­ვე გზავ­ნი­ლი გა­უგ­ზავ­ნა.

- რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს რას ერ­ჩის, - მა­ინც მგო­ნია, ამით ფა­ში­ნი­ანს იმის თქმა უნ­დო­და, რომ იმ ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა ისე­თი პი­რო­ბე­ბი წა­მო­მი­ყე­ნა, რომ მე ამის გა­კე­თე­ბა მო­მი­წევ­სო, ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბაო. ანუ ირა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ამე­რი­კას ეკუთ­ვნო­და, მე თუ ამე­რი­კე­ლე­ბის მო­თხოვ­ნას შე­ვას­რუ­ლებ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბი რუ­სე­ბის მო­თხოვ­ნაც შე­ვას­რუ­ლოო, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ჩემს მე­ზობ­ლებ­თან, პირ­ველ რიგ­ში კი, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი ჩა­ვი­კე­ტო სა­ზღვრებ­ში და კუნ­ძუ­ლი­ვით ვი­ცხოვ­რო­თო... ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ის მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მოს­კო­ვის­გან, ვა­შინგტო­ნი­სა და თბი­ლი­სის­გან ზა­რებს ელო­დე­ბა.

- ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ფა­ში­ნი­ა­ნის მხარ­დამ­ჭე­რა მისი ლი­ბე­რა­ლუ­რი ხედ­ვით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. 9 დე­კემ­ბერს სომ­ხეთ­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია და­ნიშ­ნუ­ლი. რო­გორ ფიქ­რობთ, ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბით ის მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რას ხომ არ და­კარ­გავს?

- არა, სომ­ხეთ­ში ძა­ლი­ან დიდი ეი­ფო­რი­აა და ფა­ში­ნი­ა­ნის გარ­შე­მო ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­გო­რიც 2003 წლის სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ­დე­ლი გუნ­დის მი­მართ იყო. მე ვე­სა­უბ­რე მის გა­რე­მოც­ვას აგ­ვის­ტო­ში და ყვე­ლა, ვი­საც შევ­ხვდი მარ­წუ­ნებ­და, რომ ის სა­ა­კაშ­ვი­ლის შეც­დო­მებს გა­ით­ვა­ლი­წი­ნებ­და, ანუ არ იქ­ნე­ბო­და უხე­ში და მო­უქ­ნე­ლი, სხვა­დას­ხვა პი­რებ­თან და ბიზ­ნესჯ­გუ­ფებ­თან. ასე რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით მის მი­მართ ნდო­ბა, რომ სხვის შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლის, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია.

მას ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მიდ­გო­მა აქვს - მის მო­კავ­ში­რე­ებს, "უფ­როს ძმებს" აი­ძუ­ლებს, რომ კონ­ტაქ­ტი მას­თან თა­ვად და­ამ­ყა­რონ. ეს მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში შე­იმ­ჩნე­ო­და, ეს ეხე­ბა მოს­კოვს, ბრი­უ­სელ­სა და ვა­შინგტონ­საც და ამ მე­თოდს გა­ნაგ­რძობს. ახ­ლაც ამ­ბობს, თუ მე მხა­რე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, კუნ­ძულ­ზე აღ­მოვ­ჩნდე­ბიო და ამ შემ­თხვე­ვა­ში მან ერთი დიპ­ლო­მა­ტი კი არა, მხა­რე, ანუ ამე­რი­კა იგუ­ლის­ხმა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რას უნდა ელო­დოს, რო­გორც ამე­რი­კის­გან, ისე რუ­სე­თის­გან?

- ფა­ში­ნი­ა­ნი რუ­სეთ­თან ჰა­ერ­ში ჩა­მო­კი­დულ გან­წყო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. გა­სა­გე­ბია, რაც სურს სომ­ხეთს - ია­რა­ღი არ მი­ა­წო­დოს აზერ­ბა­ი­ჯანს, რაც რუ­სე­თის­გან გა­მო­რი­ცხუ­ლია და მე­ო­რე, - სომ­ხეთს მის­ცეს ფული, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­ნა­ვი­თა­როს. შარ­შან კი მი­ი­ღო თან­ხა, მაგ­რამ ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბას მო­ახ­მა­რა. ახლა ფა­ში­ნი­ანს ია­რა­ღი კი არა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ადარ­დებს.

- საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს...

- ჭკვი­ა­ნი და მოქ­ნი­ლია. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ბოლ­ტო­ნი იყო ჩა­სუ­ლი სომ­ხეთ­ში, მათ ამე­რი­კის­გან ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც მან ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რი უარი უთხრა, იმ მო­ტი­ვით, რომ ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი უფრო ძვი­რია, ვიდ­რე რუ­სუ­ლი, თუმ­ცა, ეს არ იყო მი­ზე­ზი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ფა­ში­ნი­ა­ნის სვლა სწო­რია, რად­გან სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა რუ­სულ ია­რაღ­ზეა აგე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, მოს­კოვს აგ­რძნო­ბი­ნა, რომ ამ სეგ­მენ­ტში თქვენს მო­კავ­ში­რედ ვრჩე­ბიო.

წყარო: www.ambebi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები