თემურ აბაზოვს და ოთარ ფარცხალაძეს ერთი და იგივე ადვოკატი იცავს
მარნეულის მერს, რომელიც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, და ყოფილ მთავარ პროკურორს, რომელსაც ბრალი წარედგინა ცემის ფაქტზე, ე.წ. „ელ-ცენტროს“ ინციდენტზე, ერთი და იგივე ადვოკატი გაგი მოსიაშვილი იცავს.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს, მას ბრალად მარნეულელი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე წარუდგინეს.

6 სექტემბერს, აბაზოვის წინასასამართლო სხდომაზე მას ბრალი 157-ე პრიმა პირველი და მეორე მუხლებით დაუმძიმდა, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას.

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ პირველ არხს ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროკურატურამ ფარცხალაძეს ბრალი 126-ე, ცემის მუხლით ე.წ. „ელ-ცენტროს“ საქმეზე წარუდგინა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები