ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად მცირეწლოვანი
გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ
საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე
გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გაზით ინტოქსიკაცია მიიღეს მშობლებმაც, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში
საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.