თბილისში ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.



როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. დამწვარია 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი.

ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები