აზერბაიჯანის პირველი ლედის მომზადებული ვახშამი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილმა ლეილა ალიევამ საკუთარ ინსტაგრამზე სურათები გაავრცელა სადაც დედამისი აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა სამზარეულოში საჭმელს ამზადებს . სურათებიდან ჩანს, რომ პირველი ლედი გაზქურასთან ფარშს ხალავს. ლეილას თქმით დედამის ძალიან გემრიელ ფარშს ამზადებს, რომელსაც მიირთმევენ ნახიჩევანური ლავაშით.

სურათზე საკმაოდ მადის აღმძვრელად გამოიყურება და იქნებ თქვენც მოგინდეთ ამის დაგემოვნება. ამიტომ მოვიძიეთ გემრიელი ფარშის რეცეპტი, საქართველოში კი ბევრი ლავაშის სახეობაა , რომელიც ასევე გემრიელია და მარტივად ჩაანაცვლებს ნახიჩევანულ ლავაშს.

  • 1 კილო გატარებული ხორცი ( საქონლის ან ცხვრის)
  • 3 საშუალო ზომის ხახვი
  • 2-3 სადილის კოვზი კარაქი
  • გემოვნებით მარილი და პილპილი.




როგორ მოვამზადოთ?

გატარებულ ხორცი და გატარებული ხახვი კარგად აურიოთ ერთმანეთში.
ფარში მოვათავსოთ დიდი ტაფაში , ოდნავ მოვასხათ წყალი და დავამატოთ დაფნის ფოთოლი. როგორც კი დავინახავთ, რომ ფარში მოიხარშა და წყალი შეშრა, დავამატეოთ კარაქი და მოვშუშოთ ოქროს ფერამდე. მზა ფარშში დავამატოთ დანაყილი ნიორი და კიდევ ცოტა ხანი გავაჩეროთ ცეცხლეზე.
ავიღოთ ლავაში დავადოთ შემწვარი ფარში, ზემოდან მოაყაროთ მწვანილი და გემოვნებისამებრ ლიმნის წვენიც მოვასხათ.


აზერბიაჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ყოველთვის გამოირჩევა ლამაზი სხეულით. ამიტომ თუ პირველი ლედიც მიირთმევს ამ უბრალო მაგრამ გემრიელ კერძს ჩვენც შეგვიძლია საკუთარ თავს ერთხელ ეს „ვაპატიოთ“


გემრიელად მიირთვით..



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები