8 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

მოემზადეთ მიზნების მისაღწევად ბრძოლისთვის. იყავით მეტად მობილიზებული
, პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე. თუ დღესვე ვერ გაიმარჯვებთ და თქვენს მაგივრად დაფნის გვირგვინს თავზე სხვა დაიდგამს, თქვენ მიიღებთ გამოცდილებას, რომელიც მომავალში გამოგადგებათ.

კურო

ახალი საქმეების დასაწყებად კარგი დღეა. მიმდინარე პროექტებში შეიძლება სიახლეები შეიტანოთ. ზოგიერთს სასამართლოს მოგება, საზღვარგარეთ გამგზავრების დოკუმენტების მოგვარება ელის. მნიშვნელოვანი საკითხები გავლენიან ადამიანებთან განიხილეთ.

ტყუპი

ფინანსური, კარიერული და სექსუალური კონტაქტების საკითხები მოაგვარეთ. აკონტროლეთ მოვლენები ამ სფეროებში. დაკვირვება და სიფრთხილე ყველგან გამოგადგებათ.


კირჩხიბი

მგრძნობიარე და გულუხვი ხართ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს საკუთარი მოსაზრებები თავს არ მოახვიოთ. მოერიდეთ სტრესს, კუჭის გადატვირთვას.

ლომი

საქმეების მოგვარების, ახალი პროექტების განხილვის დღეა. შეიძლება ზოგიერთი პროგრამა ცვლილებებს საჭიროებდეს. ამბიცია გვერდზე გადადეთ და თავით გადაეშვით ვალდებულებების მოგვარებში.

ქალწული

თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი დღევანდელი მდგომარეობით მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ და მოემზადოთ ცვლილებებისთვის. შეეხმიანეთ გავლენიან ნაცნობებს, დაუთქვით შეხვედრა და გააცანით თქვენი პროექტები.

სასწორი

დღეს ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ კარიერა და საოჯახო ვალდებულებები. იყავით მეტად მობილიზებული პროფესიულ და მატერალურ საკითხებზე. ზოგიერთი საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე დაფიქრდება.

მორიელი

კომუნიკაციის დღეა. უნდა მიხვდეთ, სად რა უნდა თქვათ და სად გაჩუმება არჩიოთ. დააკვირდით მოვლენებს და შესაბამისად იმოქმედეთ. საქმეების გამო რომანტიკამ შეიძლება გვერდზე გადაიწიოს, რის გამოც საყვარელ ადამიანს აწყენინებთ.


მშვილდოსანი

იყავით დაკვირვებული. ფული გააზრებულად ხარჯეთ. გააუმჯობესეთ კავშირები, გააფორმეთ დოკუმენტები. შეეხმიანეთ გავლენიან ნაცნობებს.

თხის რქა
ავტორიტეტებთან საკუთარი უფლებების დაცვა მოგიწევთ. მიზანმიმართულად იმოქმედეთ თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ. თუ არა, კომპრომისი საუკეთესო გამოსავლია. საყვარელი ადამიანი თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს.

თავადაც იშრომებთ და გარშემო მყოფებსაც იმავეს მოსთხოვთ. ნუ მოგერიდებათ კარიერისტის როლის გამოხატვის, ამბიციურობის. თქვენ თქვენი კეთილდღეობისთვის იბრძვით.

გარშემო თანამოაზრეები უნდა შემოიკრიბოთ, რომლებიც ერთი მიმართულებით ივლით. კარგი დღეა ახლი საქმეების დასაწყებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.













წყარო: astrologi.ambebi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები