“საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების” ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით,
საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 23%-ით გაიზარდა. ეს
ნიშნავს, რომ აეროპორტებით, ჯამში, 4 354 423 მგზავრმა
ისარგებლა
.
რაც შეეხება ოქტომბრის თქვეს, ამ პერიოდში ქვეყნის სამივე
საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადი გაიზარდა. თბილისის
საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335 094 მგზავრს მოემსახურა, რაც
18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი –
284 329 მგზავრი ). 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
21% შეადგინა (2017 წელი – 2 724 740 მგზავრი).
რაც შეეხებ ქუთაისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი
2018 წლის ოქტომბერში 78%-ით გაიზარდა და 62 000 მგზავრი შეადგინა
(2017 წლის ოქტომბერი – 34 874 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის
მონაცემებს, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 512 386 მგზავრს
მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით
მეტია (2017 წლის 10 თვე – 359 961 მგზავრი).
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის
ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 41 980
მგზავრმა ისარგებლა. ეს 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით (2017 წლის ოქტომბერი – 37 660 მგზავრი). ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ- ოქტომბერში, შარშანდელ
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრების ნაკადი 19%-ით გაიზარდა და
555 693 მგზავრი შეადგინა (2017 წელი 466 010 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის
აეროპორტებით 2018 წლის 10 თვეში 7 601 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის
10 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში, ჯამში, 362 რეისი
შესრულდა.
წყარპო:
ნეტგაზეთი