შეიხი მირტაღი ბრალის ოფიციალურ წარდგენას, არასამთავრობოები კი მთავრობის რეაგირებას ამ დრომდე ელოდებიან
თავისუფლების აღკვეთიდან მეოთხე დღეა, დაკავების მიზეზები დაუდგენელია, სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობა არ არსებობს, ასეთია სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარის, შეიხ მირტაღი ასადოვის მდგომარეობა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტზე, 7 ნოემბერს დააკავეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტს ეხმაურებიან და საქართველო-აზერბაიჯანის სასწრაფო რეაგირებაზე საუბრობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ადვოკატი ნონა ქურდიანიძე, რომელიც ასადოვს უკვე რამდენიმე სასამართლო დავაში უწევს წარმომადგენლობას და დახმარებას ამბობს, რომ დაკავების მიზეზები მისთვის უცნობია.

„მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ დაზუსტდეს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ მისი ჯანმრთელობა და თავისუფლება დაცული იყოს. ჰქონდეს ადვოკატთან წვდომის უფლება. გაირკვეს რა არის მისი თავისუფლების შეზღუდვის მიზეზები. ვინაიდან ის არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისმა უწყებებმა პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინიტრომ ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გაწოს, რომ სიტუაცია გაირკვეს და გავიგოთ უფრო მეტი ვიდრე ახლაა ჩვენთვის ცნობილი.“ - ამბობს ნონა ქურდიანიძე


მირტაღი ასადოვის საქმეს კიდევ ერთი ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავაფეროვნების ინსტიტუტი“ სწავლობს, რომლის წარმომადგენელი შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ აქვს.  დაკავების საფუძვლები განმარტებული არ არის და ოჯახისთვის უცნობია სად არის, ადვოკატის უფლებითაც ვერ სარგებლობს. ამ მოცემულობების საფუძველზე თუთბერიძე ამბოს, რომ დიდი ალბათობით ასადოვს უკანონოდ აქვს თავისუფლება აღკვეთილი.

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საელჩოსთან და საკონსულოსთან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიმედოვნებთ, რომ დაგვეხმარებიან ინფორმაციის მოძიებაში, რაც სამართალწარმოებას დაეხმარება. გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ ადამიანი პრაქტიკულად გატაცებულია და არ ჰყავს ადვoკატი, არ არის ცნობილი სად ჰყავთ და რა მდგომარეობაშია. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებებს, რომ მისცენ მირთაღ ასადოვს ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა და ადვოკატით სარგებლობის უფლება.“ - ამბობს შოთა თუთბერიძე.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მირტაღი ასადოვის მეუღლე საქართველოს საელჩოში დაიბარეს

შეგახსენებთ, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაღი ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტზე, 7 ნოემბერს დააკავეს.

შესაძლოა, მისი დაკავება საქართველოში შიიტი მუსლიმების უფლებების და რელიგიური კონფესიების თანაბარუფლებიანობისთვის ბრძოლას უკავშირდებოდეს.


ამა
ვე თემაზე: 

საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანში ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით დააკავეს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები