რელიგიის სააკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე შეიხ მირტაგის დაკავების საქმის კურსში არაა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე შეიხ მირტაგის დაკავების საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არაა. ვაშაყმაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მან შეიხის დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებების მეშვეობით შეიტყო და მეტი ინფორმაცია ჯერ არ გააჩნია.

„რა თქმა უნდა, გავარკვევთ ამ საკითხს, მაგრამ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ. დაზუსტება უნდა მოხდეს რაღაც-რაღაცეების.“ - ამბობს ზაზა ვაშაყმაძე

შეგახსენებთ, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტზე, 7 ნოემბერს დააკავეს.

შესაძლოა, მისი დაკავება საქართველოში შიიტი მუსლიმების უფლებების და რელიგიური კონფესიების თანაბარუფლებიანობისთვის ბრძოლას უკავშირდებოდეს.

ამ დრომდე შეიხ მირტაგი ასადოვისათვის ოფიციალური ბრალი არ წაუყენებიათ და მასთან ადვოკატიც არაა შესული.

რადიო "მარნეული"




ამავე თემაზე:

საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანში ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით დააკავეს

შეიხი მირტაღი ბრალის ოფიციალურ წარდგენას, არასამთავრობოები კი მთავრობის რეაგირებას ამ დრომდე ელოდებიან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები