მერიამ 2018 წელს, ნარჩენების უკანონო დაყრისათვის, სულ 10 ჯარიმა დაწერა
2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, 13 ნოემბრამდე, მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სულ 10 ჯარიმა აქვს დაწერილი.

ჯარიმები მარნეულის ქუჩებსა და სოფლებში ნარჩენების უკანონო დაყრას შეეხება.

როგორც მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, 10 დაჯარიმებულს შორის, ერთ-ერთი იურიდიული პირია. იურიდიული პირი მარნეულის ერთ-ერთ არალეგალურ ნაგავსაყრელზე დააჯარიმეს.

მიუხედავად იმის, რომ ჩვენს მიერ მიწერილი წერილით ვითხოვდით იმ ინფორმაციის მიღებასაც, თუ როდის და სად დაიწერა ჯარიმები, მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხში ამის შესახებ ინფორმაცია არ ეწერა.

იმის გასარკვევად, თუ სად და როდის დააჯარიმეს 10 პირი, ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს მერიისათვის ოფიციალური წერილის გაგზავნა და შესაბამისად, 10 დღიანი ლოდინი.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები