მარნეულელი შაბან მამედოვის მორიგი გამარჯვება
ფესტივალის „ივერია ბრილიანტი“ გამარჯვებული მარნეულელი შაბან მამედოვი გახდა .

ფესტივალი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის ტარდება და მას საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევა აქვს.

ფესტივალი საერთაშორისო მაშტაბების არის და მასში ოთხი ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას.

“რა თქმა უნდა, თითოეული კონკურსი არის ახალი გამოცდილება და ბრძოლა გამარჯვებისათვის, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია კონკურსებსა თუ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება“ - ამბობს შაბან მამედოვი

შაბანი ამბობს, რომ მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანია და მას კარიერულ ზრდაში ეხმარება.
პირველი ადგილის მოპოვება შაბან მამედოვს აძლევს საშუალებას გაემგზავროს უკრაინაში და უკვე იქ წარსდგეს უკრაინელი მაყურებლის წინაში.


შაბანის უახლოესი გეგმა ფესტივალ „ერთი ცის ქვეშ“ მონაწილეობის მიღებაა.
შაბან მამედოვი მარნეულის „კულტურის ცენტრთან“ არსებული ბენდის „რედ ქარფეთის“ წევრია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები