მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი
მამაკაცის ცხედარი იპოვეს
.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში
მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
MAN-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც 53 წლის მამაკაცი
მართავდა, ჟინვალჰესის წყალსაცავში გუშინ ჩავარდა. მაშველებისა და
მყვინთავების 20-კაციანმა ჯგუფმა წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის
ძებნა გუშინ დაიწყო, თუმცა ღამე ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო
სამუშაოები შეწყდა.
სამძებრო სამუშაო დღეს დილით, 07:30 საათიდან განახლდა. სამუშაოებში
ჩაერთოა მძიმე ტექნიკაც, რათა წყალსაცავიდან ამოღებულ იქნას სატვირთო
ავტომანქანა.
წყარო:ნეტგაზეთი