18 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ფინანსური ოპერაციები დღის პირველ ნახევარში განახორციელეთ. მოიმატებს გურმანობა. შუადღის შემდეგ საყიდლებზე თუ წახვალთ, კარგად შეამოწმეთ ნივთების, პროდუქტების ხარისხი
.

კურო
ენერგიულიც ხართ და კარგ განყობაზეც. ახალწამოწყებებში ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. შეიძლება ფასიანი საჩუქარი მიიღოთ ან სურვილი აისრულოთ.

ტყუპი
სიმშვიდე, კომფორტი და სითბო გწადიათ. შეიძლება წიგნთან ერთად განმარტოებაც მოგინდეთ. მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად დილა კარგი პერიოდია.

კირჩხიბი
მეტად დაეხმარეთ გარშემო მყოფებს. კარგია ქველმოქმედება, საქმეებში წაშველება. საღამოს შეგიძლიათ გემრიელობებით გაუმასპინძლდეთ ახლობლებს.

ლომი

გააუმჯობრსეთ ურთიერთობა ახლობლებთან. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. თუ რთული საკითხები გაქვთ შესასრულებელი, რჩევა მცოდნეებს ჰკითხეთ.

ქალწული
დილიდან გრანდიოზული გეგმებით იქნებით აღსავსე. რაც უნდა მოხდეს, ნუ გაწყვიტავთ კავშირს ნათესავებთან და მეგობრებთან. საღამოს დაისვენეთ და დატკბით ცხოვრებით.

სასწორი
სასწრაფოდ გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მატერიალურადაც დაგეხმარებათ და მორალურადაც. კარგი დღეა საოჯახო დღესასწაულის მოსაწყობად.

მორიელი
გადადეთ ყველა ვალდებულება და საკუთარ სიამოვნებაზე იფიქრეთ. დაისვენეთ, მიირთვით გემრიელი კერძები, ეწვიეთ სპა ან გამაჯანსაღებელ ცენტრს. ასე უფრო სწრაფად აღიდგენთ ძალებს და შეძლებთ დაგეგმილი საქმეების რეალიზებას.

მშვილდოსანი
დღეს ლიდერისა და მეფის თვისებები გვერდზე უნდა გადაოთ და გარშემო მყოფებზე იზრუნოთ. ნუ დამარხავთ თქვენს ნიჭს, მეტად გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები.

თხის რქა
პირად კეთილდღეობასა და სიამოვნებაზე იფიქრეთ. დაისვენეთ, განმარტოებით ან საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ საღამო.

მერწყული
მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები. თუ ჯანმრთელობაზე წუწუნებთ, მეტად დაისვენეთ.

თევზები
დასვენების, კომფორტის დღეა. კარგია თვალსაწიერის გაფართოება, ინტელექტუალური საქმის შესრულებაც. მეტი დრო დაუთმეთ მუსიკალური, მხატვრული ნიჭის გამოვლენას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები