„არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ - ბილბორდები მარნეულშიც გამოჩნდა
17:37 / 21.11.2018
“ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერები
თბილისის შემდეგ მარნეულშიც გამოჩნდა.
„არა
ნაცებს! არა ბოროტებას!“ - ესაა მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე
განთავსებული ერთ-ერთი ბილბორდის მესიჯი.
ბილბორდი მარნეულის შესასვლელში, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც
დაიზრდებიან“-ის ახლოს არის განთავსებული და მასზე წარწერა როგორც
ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენაზეა გაკეთებული.
ბილბორდზე მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა
გვარამია და სხვები არიან გამოსახული.
რადიო „მანრეული“