გადიმოვის თქმით, გახრამანოვი პროვოკატორი და მატყუარაა
მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელის მიმართ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მუქარა კვლავ გრძელდება . ამის შესახებ რადიო „მარნეულს“ ინფორმცია ფუად გახრამანოვმა მიაწოდა. გახრამანოვის თქმით, 29 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო მან სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

ფუადმა 21 ნოემბერს რადიო „მარნეულთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ პროკურატურა მის საქმეს არ იხილავს. როგორც გახრამანოვი ამბობს, მას 21 ნოემბერსვე, საღამოს საათებში, „ქართული ოცნების“ აქტივისტები რადიოსათვის მიცემული ინტერვიუს გამო კვლავ დაემუქრნენ.

„ძალა ერთობაშიას“ ოფისში ვიყავი და ფარული ნომრიდან ზარი შემომივიდა. მითხრეს გარეთ გავსულიყავი და მევც გამოვედი. ავტომობილი იყო გაჩერებული მივედი და შიგნით ნემათ გადიმოვი იჯდა. მითხრა დაჯექი და სხვაგან წავიდეთ, ვილაპარაკოთო. მე მანქანაში დაჯდომაზე უარი ვუთხარი და ვუთხარი, რომ თუ სათქმელი გაქვთ აქვე თქვით მეთქი. მითხრა, ანარ გადიმოვის შესახებ იტერვიუ გაქვს მიცემული და ამით რისი გაკეთება გინდაო. მე ვუპასუხე, რომ ამით ჩემი უფლებების დაცვას ვითხოვ. გადიმოვმა მითხრა ეს ძვირად დაგიჯდებაო და შენი საჩივარი უკან უნდა აიღოო.“ - ამბობს ფუად გახრამანოვი

ფუად ფახრამანოვმა აღნიშნა, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა.

რადიო „მარნეული“ ნემათ გადიმოის ძმას, ანარ გადიმოვს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ფუად გახრამანოვი ტყუილს იძახის და ის პროვოკატორია. გადიმოვმა ისიც აღნიშნა, რომ მის მიერ ფუადის მიმართ არანაირი მუქარადა და არც ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.

„ეს კაცი პროვოკატორია. მაგაზე მეტი არაფერი არ იცის. ის ნაცების აქტივისტია და ხმებს აგროვებს. მაგას 5 მეგობარი არ ჰყავს და რანაირად შეაგროვებს ხმებს. მხოლოდ ტელეფონის აღება და ვიდეოების გადაღება იცის. ჩაიხანაში წავიდეს და ერთი მოწმე მაინც მოიყვანოს, რომ თქვას მე ვცემე თუ არა ის. თუ ვინმეს მოიყვანს მე პარტიულ საქმეებში აღარ ჩავერევი. ის ტყუილს ამბობს.“ -გვითხრა ანარ გადიმოვმა

შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს მარნეულში მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევა სპორტულ ცენტრ „ატა ჰოლდინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

რადიო „მანრეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები