თბილისში ერთი ადამიანი მოკლეს
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთი ადამიანი მოკლეს გვიან ღამით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 25 წლის გ.ხ. დააკავეს.

დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამართალდამცავი უწყება იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები