"მერია არ არის დამოუკიდებელი, ამიტომ ყველა მითითებას რაც მოდის თბილისიდან ვუკრავთ თავს" - რომან ტაბატაძე
„მერია, ხელმძღვანელობა არ არის დამოუკიდებელი. უფრო სწორად, ის უფლებები რაც აქვს მერიას, გამგებელს და მოადგილეებს ვერ იყენებენ, ამიტომ ყველა მითითებას, რაც მოდის თბილისიდან ვუკრავთ თავს.“ – ეს განცხადება მარნეულის საკრებულოს წევრმა რომან ტაბატაძემ დღეს, 27 ნოემბერს მარნეულის მერიაში 2019 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვისას გააკეთა.

რომან ტაბატაძე მარნეულის საკრებულოში წერეთლის თემის წარმომადგენელია.

საჯარო განხილვის დროს ტაბატაძემ მარნეულის მერიის წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი თავისუფალი, მოაზროვნე ადამიანები არიან და მათ განკარგულებაში არსებული ბიუჯეტი თავადვე უნდა დახარჯონ.

„წერეთელში მე არასვის არ შევეკითხები და არავის არ ვეკითხები თუ რა გავაკეთო, რასაც მეუბნება მოსახლეობა ვაკეთებ იმას და მომავალშიც გავაკეთებ იმას, დანარჩენი არ მანაღვლებს. თქვენ ამას ვერ აკეთებთ, იმიტომ, რომ გეშინიათ და რომ გეშინიათ ის საქმე გამოვა ცუდი და გამოდის კიდეც ცუდი.“ - თქვა რომან ტაბატაძძემ

საჯარო განხილვას 17 ადამიანი ესწრებოდა. მათგან 3 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი და 12 ადგილობრივი თვითმმართველობის წევრი იყო.

რადიო „მარნეული“


Print