სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში ხმების 57,58% მიიღო
მანრეულის 90 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების
მიხედვით, მარნეულში
სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების
57,58 % მიიღო, რაც 29 211 ხმას უდრის.
გრიგოლ ვაშაძეს მხარი 21 519-მა მარნეულელმა დაუჭირა, მან
ხმების 42,42 % მიიღო.
მარნუელში სულ 90 საუბნო საარჩევნო კომისია იყო გახსნილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, გრიგოლ
ვაშაძემ ხმათა 42.63% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 57.37%.
აღნიშნული მონაცემები დათვლილია უბნების 31,88%-ის მიხედვით. 3 705
საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1179 უბანი.
რადიო "მარნეული"