მარნეულში მშენებლობების ნებართვა შესაძლოა დაჩქარებული წესით გაიცეს
მარნეულში მშენებლობის ნებართვები შესაძლოა დაჩქარებული წესით გაიცეს . ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის 2019 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე გახდა ცნობილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფორსის ნინო ბერიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულის ბიუჯეტის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„მარნეულში ბუმია მშენებლობების და ეს არის ისეთი ცოცხალი მუნიციპალიტეტ, სადაც ყოველდღიურად ხდება მშენებლობა და საკრებულოს წევრები დარწმუნებული არიან, რომ ეს ინიციატივა უდავოდ გაამართლებს.“ - ამბობს ნინო ბერიძე

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ნინო ბერიძე განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა საკრებულომ მერიას უკვე გადაუგზავნა.

მშენებლობის ნებართვების დაჩქარებული წესით გაცემა ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება.

მარნუელის მერიამ 10 დეკემბრამდე უნდა იმსჯელოს მარნეულის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, გაიცემა თუ არა მარნეულში მშენებლობების ნებართვა დაჩქარებული წესით.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები