სიახლე
კიროვკის ავარიული სკოლისკენ მიმავალი ატალახებული გზა +ფოტო
სოფელ კიროვკის საჯარო სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია . სოფლის მოსახლეობა თავიანთი შვილების გამო ღელავს, არ უნდათ, რომ მათ ცუდ პირობებში ისწავლონ.

სკოლას თითქმის არ აქვს ეზო. ქუჩები კი, რომლებიც შენობასთან მიდის, მოუასფალტებელია და წვიმის დროს ბავშვებს ტალახის გუბეების გადაცურვა უწევთ.
მოსწავლეების მშობლები გვეუბნებიან, რომ მათ სკოლის გარემონტების პირობა რამდენჯერმე მიიღეს, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

„ჩვენ არ გვინახავს აქამდე საიდან მოდის დახმარება. მიდით, სკოლები ნახეთ რა დღეშია.” - ამბობს კიროვკელი ქალი

„სკოლა ცუდ დღეშია. სულ გვეუბნებიან გავაკეთებთო, მაგრამ არაფერიც არ კეთდება. ისეა დარჩენილი, როგორც ადრე იყო.“ - გვეუბენბა კიროვკის მკვიდრი


სოფელ კიროვკის საჯარო სკოლა

„აქ მოვიყვანეთ გამგებელიც და საკრებულოს თავმჯდომარეც. მე მათ ვუთხარი, ახლა წავიდეთ კოდაში და ქათმების ინკუბატორი ვნახოთ მეთქი, თუ აქაურობაზე სუფთა არ იყოს მეთქი. იმათმა ნახეს სკოლა, მაგრამ არაფერსაც არ დაგპირდნენ.“ -ამბობს მოსწავლის მამა

„სკოლაში ერთი კლასიდან მეორე ჩანს, ეს როგორ შეიძლება. ძალიან ცუდ დღეშია.“ – გვითხრა კიროვკელმა კაცმა

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა თქვა, ისინი იცნობენ კიროვკის საჯარო სკოლის პრობლემას და მის მოგვარებას 2019-2020 წლებისათვის გეგმავენ.

„2019-20 წლის სარეაბილიტაციო გეგმაში არის გათვალისწინებული აღნიშნული სკოლის სრული რეაბილიტაცია.“ - ქენან ომაროვი ასევე განმარტავს, რომ სკოლის სრულ რეაბილიტაციაში ახალი სკოლის მშენებლობა იგულისხმება.


სოფელ კიროვკის საჯარო სკოლა

სკოლის ეზო, ისევე როგორც მასთან მიმავალი გზა ატალახებულია

დირექტორმა ჟურნალისტებს სკოლაში შესვლის საშუალება არ მისცა
რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ვერძი
დღეს შეიძლება მიიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი. გულითადი საუბარი გელით
ახლობელ ადამიანთან. კარგი დღეა მიმოწერისთვის, ინფორმაციის
გაცვლისთვის
09:21 / 23.02.2019
ვერძი
დღეს შეიძლება მიიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი. გულითადი საუბარი გელით ახლობელ ადამიანთან. კარგი დღეა მიმოწერისთვის, ინფორმაციის გაცვლისთვის
სოფელ აღმამედლოში, სავარაუდოდ, ადრე შუა
საუკუნეებში ფართოდ
17:19 / 22.02.2019
სოფელ აღმამედლოში, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ
საქართველოში მოქმედ ავტოსადგურებს
სერტიფიცირების გავლა მოუწევთ. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ
სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული.
14:40 / 22.02.2019
საქართველოში მოქმედ ავტოსადგურებს სერტიფიცირების გავლა მოუწევთ. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი
რაოდენობის გამო, მომსახურების სააგენტო კვირასაც
იმუშავებს.
14:38 / 22.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მომსახურების სააგენტო კვირასაც იმუშავებს.
“ჩვენ რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ვერბძოდით და
ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს
მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავძლებდით და გადავრჩებოდით
თუ არა”,
14:04 / 22.02.2019
“ჩვენ რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ვერბძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავძლებდით და გადავრჩებოდით თუ არა”,

მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სავარადუდოდ, ცემის ორი ფაქტი
გამოვლინდა.
12:35 / 22.02.2019

მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სავარადუდოდ, ცემის ორი ფაქტი გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო
სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ეგრეთ წოდებული დეზერტირების
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები
შეამოწმეს
12:00 / 22.02.2019
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს