5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ახალი იდეები მოქმედებისკენ გიბიძგებენ. იყავით შრომისმოყვარე და დაკვირვებული. ეცადეთ, არ დაარღვიოთ წესები. საყვარელ ადამიანს უნდა აგრძნობინოთ, რომ საიმედო ხართ
.

კურო
დღეს ყოველდღიურ საქმეებზე კი არ იფიქრებთ, არამედ გლობალურზე. ყოველდღიური სადილის მომზადება კი არა, დელიკატესების გასინჯვა მოგინდებათ და ძვირად ღირებული ნივთების - ქურქის, მანქანა, ბინა - შეძენა.

ტყუპი
კარგი დღეა საჩუქრებისა და წიგნების შესაძენად. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. გამონახეთ საერთო საქმე ან სასაუბრო თემა.

კირჩხიბი
ნუ შეგშურდებათ, თუ ვინმე თქვენზე მდიდარი და წარმატებული იქნება. საყვარელი ადამიანის ყურადღების მისაქცევად მეტად უნდა გააქტიურდეთ.

ლომი
იდეების შესახებ
მოუყევით თანამოაზრეებს და ერთად დაიწყეთ მათი განხილვა. აი, განხორციელება კი 7 დეკემბრის შემდეგ დაიწყეთ. ნაცრისფერი ყოველდღიურობა გაიხალისეთ მკვეთრი ფერის აქსესუარით, სამოსით.

ქალწული
შეხვედრების, იდეების, პროექტების განხილვის დღეა. განსაკუთრებით გაგიტაცებთ კრეატიული პროცესი. ზოგიერთი ბინის შეცვლაზე დაფიქრდება, ზოგი რომანის გასერიოზულებას და დაქორწინებას გადაწყვეტს.

სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. საყვარელი ადამიანი სირთულეებს დაძლევაში დაგეხმარებათ.

მორიელი
ნუ ხართ ზედმეტად თვითკრიტიკული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან და პროექტის დასრულების შემდეგ მათ ბალასტივით ნუ მოიშორებთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ საახალწლო წვეულების გეგმა.

მშვილდოსანი
საჩუქრების, კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ლამაზი ნივთების შეძენის დღეა. ბიზნესმენი ნიშნები ფინანსურ ოპერაციებს განახორციელებთ.

თხის რქა
დღეს გარშემო მყოფებს თავი გარეგნობით, სამოსითაც უნდა მოაწონოთ. ისე იმოქმედეთ, რომ საყვარელი ადამიანის უფლებები არ დაარღვიოთ.

მერწყული
საქმეების პარალელურად დამატებითი საქმეები გამოგიჩნდებათ: ბინის, ოფისის საახალწლოდ მორთვა. რომანტიკულ განწყობაზე ხართ და გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა საქველმოქმედო აქციებისთვის.

თევზები
ახლობლებს და მათ ვისაც სჭირდებათ ფულით, სამოსით დაეხმარეთ, ცხელი საკვებით გაუმასპინძლდით. მაგრამ არა ისე, რომ თავად დაზარალდეთ. შეიძლება ვინმემ მფარველობაც გთხოვოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები