პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს
პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგოჭურთან ერთად აყვანილია კიდევ ერთი პირი.
„შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობაა“, - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print