წერეთლის სკვერის მოწყობა 8 თვის დაგვიანებით დასრულდება
სოფელ წრეთელში 9 აპრილის სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა . შპს „ტაოს“ და მარნეულის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2018 წლის 4 ივლისს უნდა დესრულებინა, მაგრამ დარღვევების გამო, სამშენებლო პროცესი ახლაც გრძელდება.

ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, შპს „ტაოს“ ჯარიმები იმ დღიდან ერიცხება, როდესაც მას სამუშაოები უნდა დაესრულებინა.

მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის პირველად გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა, საედანაც გამომდინარეობს, რომ სამუშაოები ახალ წლამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ხელშეკრულების ვადა გახანგრძლივდა.

ამ ეტაპისათვის შპს „ტაოს“ სამუშაოების დასრულებისათვის ვადა 2019 წლის 27 თებერვლამდე აქვს.

კომპანიას, ტენდერის პირობების შეუსრულებლობის გამო, ჯარიმები 4 ივლისიდან ერიცხება. მაგრამ მარნეულის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ვუგარ მამედოვს ჯერ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ოდენობის ჯარიმა ეკისრება შპს „ტაოს“, ვინაიდან სამუშაოების დასრულების თარიღი უცნობია.

სოფელ წერეთელში სკვერი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში კეთდება, რისთვისაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 165 498 ლარი გამოყო.

ტენდერის მიხედვით, წერეთლის სკვერის საპროექტო სივრცე ფუნქციურად ორ, ისტორიულ და ყოველდღიურ თანამედროვე ზონად უნდა გაიყოს. ორივე ზონის მოწყობა კი შპს „ტაოს“ ვალდებულებაა, რომელიც ჯერ არ ვიცით როდის დასრულდება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები