„ჭკვიანი კამერების“ ამღნიშვნელ საგზაო ნიშნებს მერია 34 540 ლარად შეიძენს
მარნეულის მასშტაბით ე.წ „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟებასთან ერთად , მარნეულის მერიამ მათი ამღნიშვნელი საგზაო ნიშნების შესყიდვისა და მონტაჟისათვის 34 540 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ საგზაო ნიშნები მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში უნდა ჩააბაროს, ხოლო მონტაჟი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მერიის მოთხოვნის შესაბამისად, საქონლის მოწოდებიდან 2019 წლის 30 ნოემბერამდე პერიოდში.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 2-დან 4 თებერვლამდე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან მარნეულში „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება დაიწყო. მერიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 201 კამერა დამონტაჟდება, საედანაც 85 კამერა იმ ავტომობილების ამომცნობი იქნება, რომელსაც ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ ექნება.

ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟება მარნეულში ივლისის თვემდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები