ყიზილაჯლოს მაღაზიაში გაჭირვებულ ადამიანებს პურს უფასოდ აძლევენ
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯილოში ერთ-ერთ სავაჭრო მაღაზიაში სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს პურს უფასოდ აძლევენ.
ამის შესახებ ინფრომაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჯეიხუნ ნარზალოვი ავრცელებს.

ყიზილაჯილოში მდებარე მაღაზია ალი იმანოვს ეკუთვნის და სოკარის ბენზინგასამართ სადგურთან მდებარეობს.

პურის შესანახ კარადას წარწერა აქვს " სოციალურად გაჭირვებულებისთვის პური უფასოა." წარწერა ქართულად და აზერბაიჯანულად არის. 



ფოტოების ავტორი: ალი მურტაზა ალიევი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები