სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტომ 2018 წლის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში ჩატარდა პროფესიული
განვითარების საბჭოს 8 სხდომა. საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეულ
სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 162 საკითხი (სულ - 348
ექიმი). შედეგად, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 342 ექიმს პროფესიული
პასუხისმგებლობა დაეკისრა.
მათ შორის, 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა; 105 ექიმს
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა (1 თვით
- 54 ექიმს, 2 თვით - 36 ექიმს, 3 თვით - 11 ექიმს, 4 თვით - 3 ექიმს,
5 თვით - 1 ექიმს); 2 ექიმს - გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი; ხოლო
6 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.