სიახლე
9 თებერვალი, მთვარის მეექვსე დღე
ვერძი
შეხვედრების, გადაადგილების დღეა. სიტყვებიდან საქმეზე მარტივად გადახვალთ
. შეიძლება თანამოაზრეებისგან ახალი გუნდი შექმნათ ან ძველ კოლექტივში დაბრუნდეთ. მეტად გამოავლენთ თქვენს ლიდერულ თვისებებს.

კურო
საქმიანი მიმოსვლების დღეა. იყავით მეტად კომუნიკაბელური. ინფორმაციებისადმი დაკვირვება გმართებთ. ყური დაუგდეთ უფროსების მითითებებს. თუმცა, შეიძლება რჩევა შვილებისგანაც მიიღოთ. კარგი დღეა ინსტრუმენტების, ტექნიკის შესაძენად.

ტყუპი
თქვენი აქტიურობისა და ცნობისმოყვარეობის გამო ყურადღების ცენტრში აღმოჩნებით. კონკრეტული საქმეები შეასრულეთ. კარგი დღეა ინტელექტუალური თამაშებისა და სპორტისთვის.

კირჩხიბი
მოინახულეთ ნათესავები, გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზოგიერთი ინტერნეტით რამის კეთებას ისწავლის. გამონახეთ დრო და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ლომი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. დღეს სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან გაიჩენთ მეგობრებს. დაოჯახებულმა ლომებმა საოჯახო საქმეები მეუღლესთან ერთად შეასრულეთ. საყვარელი ადამიანი თქვენი ერთგული მოკავშირე გახდება.

ქალწული
დიდი ხნის უნახავ კოლეგებთან და მეგობრებთან შეხვედრის დღეა. დროსაც მხიარულად გაატარებთ და შეიძლება საქმიანი წინადადებებიც განიხილოთ. იყავით მეტად დაკვირვებული. გადახედეთ გეგმებს.

სასწორი
ინტელექტის, შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. იყავით მეტად თამამი
და ნუ მოგერიდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. წარმატებული დღე ელით სასწორ მამაკაცებს.

მორიელი
გააუმჯობესეთ მეგობრული და ნათესაური კავშირები. შეიძლება დიდი ხნის უნახავ კლასელებს შეხვდეთ. ოჯახის წევრები თქვენი ჰობით დაინტერესდებიან და მის განვითარებაში დაგეხმარებიან. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობის, კომპიუტერული თამაშებისა და ტექნიკური საკითხებისადმი.

მშვილდოსანი
გადაადგილებისა და შეხვედრების დღეა. წარმატება გელით გუნდური მოქმედების დროს. მართალია, კონკურენტობაც მოიმატებს, მაგრამ მეგობრულობა გაიმარჯვებს ყველგან. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

თხის რქა
მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველებისადმი. წარმატება ელით იურისტ, მედიკოს და პროგრამისტ ნიშნებს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ რჩევისთვის ყველა თქვენ მოგმართავთ. კარგი დღეა წვრილმანების, ოჯახში გამოსადეგი ნივთების შესაძენად.

მერწყული
თქვენი წარმატება მხოლოდ თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. დღეს მიხვდებით, რაოდენ საჭირო და მცოდნე ადამიანი ხართ. თუმცა, სუპერმიზნებს ნუ დაისახავთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას.

თევზები
წარსულში დაბრუნება მოგიწევთ. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი თქვენი წარსულიდან. აღადგინოთ ძველი კავშირები, საქმეები. კარგი დღეა მცირე რემონტისთვის. მოსალოდნელია ინტერნეტმიმოწერა. ინტრავერტი ნიშნების საუკეთესო თანამგზავრი წიგნი ან დღიური გახდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში
დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე
მუშაობს.
23:04 / 18.02.2019
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა,
12:21 / 18.02.2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,

ვერძი
ახლობელი ადამიანების გამოცდის დღეა, ზოგიერთთან ურთიერთობის გაწყვეტა
მოგიწევთ
09:57 / 18.02.2019
ვერძი
ახლობელი ადამიანების გამოცდის დღეა, ზოგიერთთან ურთიერთობის გაწყვეტა მოგიწევთ
ოთხი
ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში.
ეჭვმიტანილი დაკავებულია.
22:20 / 17.02.2019
ოთხი ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად,
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი
გათავისუფლდა.
16:27 / 15.02.2019
რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა
იგეგმება.
16:15 / 15.02.2019
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა იგეგმება.
30
წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
15:54 / 15.02.2019
30 წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ
ინფორმაციებს
09:56 / 15.02.2019
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს
ვიდეო სიახლეები