საიმერლოში "სოფლის კრება" მეორე ცდაზე შედგა
დღეს, 10 თებერვალს საიმერლოში „სოფლის კრება“ შედგა . მას 202 ადამიანი ესწრებოდა.

კრებაზე განსახილველად 3 საკითხი იყო წარდგენილი. მოასახლეობას არჩევანი შიდა არხების გაწმენდას, გზის მოხრეშვითი სამუშაოების შესრულებასა და სარიტუალო სახლისათვის სამზარეულოს მოწყობას შორის უნდა გაეკეთებინა.

საიმერლოელებმა მხარი სარიტუალო სახლისათვის სამზარეულოს მოწყობას დაუჭირეს.

„სოფლის კრება“ საიმერლოში მეორედ ჩატარდა. 22 იანვარს შეხვედრა მოსახლეობის სიმცირის გამო ჩაიშალა. სოფელში კრებას 200 ადამიანი უნდა დასწრებოდა, თუმცა დაახლოებით 50 ესწრებოდა.

სოფლის საერთო კრებები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ტარდება.

პროგრამის ფარგლებშ საიმერლოსათვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“


Print