დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება – კობახიძე
დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"მინდა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს. ასევე, ძალოვანმა უწყებებმა - მათ შორის, შსს-მ. ზოგადად, ხე-ტყის უკანონო ჭრა ძალიან მძიმე დანაშაულია. განსაკუთრებით, როცა დიდ ოდენობაზეა საუბარი - იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობისა და მომავალი თაობისთვის სტრატეგიული რესურსი ნადგურდება. შესაბამისად, აქაც მაქსიმალური ყურადღება და სიმკაცრე გვჭირდება.

მე ვფიქრობ, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები უნდა შევიმუშაოთ, რომლის საფუძველზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება. ამ კანონპროექტზე მუშაობას დაუყონებლივ დავიწყებთ".
- თქვა კობახიძემ.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები