მარნეული
ისფაჰან ალიევმა გერმანიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
26 წლის ისფაჰან ალიევმა გერმანიაში გამართულ შეჯიბრში გამარჯვება
მოიპოვა. ის გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში ცხოვრობს. 14 აპრილს
ქ.ჰაიგერში (კიკბოკსის) WFMC ვერსიაში მიიღო მონაწილეობა და 62,5 კგ
წონით კატეგორიაში დაამარცხა გერმანიელი მეტოქე მახ მუსალჩიკი, ამით კი
ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამბობს, რომ დიდი  ძალისხმევა დასჭირდა
შეჯიბრზე გასვლამდე.

"წინასწარ ვიცოდი ვისთან მექნებოდა შეჯიბრი. ქამრისთვის ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლა გვქონდა. მეოთხე რაუნდში მეტოქეს ცხვირი გაუტყდა. ქულები იანგარიშეს და აფსოლიტური უპირატესობით მოვიგე. ევროპის ქამრის მფლობელმა კი საქართველოს დროშა ავაფრიალე."-ამბობს ისფაჰანი

ისფაჰანის თქმით, საკუთარი სიხარული პირველად ოჯახის წევრებს და
მეგობრებს გაუზიარა. ასევე აღნიშნა, რომ მისი წარმატება მსოფლიო დონის
სპორტსმენების მიბაძვის შედეგია.

"ორგზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. 2009 -2010 წლებში მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო ტურნეებში. აზერბაიჯანში მიმიწვიეს და იქ მეორე ადგილის მფლობელი გავხდი. 5 წელი აზერბაიჯანის სახელით გამოვდიოდი შეჯიბრებებზე. 2013 წელს მსოფლიო თასი მოვიგე. 12 წელია სპორტსმენი ვარ."- ამბობს ისფაჰანი

ისფაჰანის შეჯიბრზე წაყვანა WPMC-საქართველოს ორგანიზაციის უფროსის
ტოფიკ აკბეროვის ორგანიზებით მოხდა. ტოფიკი ჩემპიონატით კმაყოფილია,
თვლის, რომ წარმატებას მიაღწიეს. შემდეგი შეჯიბრი კი, ჰოლადიაში ქ.
ამსტერდამში გაიმართება იმედოვნებს, რომ კარგი შედეგით დაბრუნდებიან.

"ჰოლანდიაში რომ გაიმართება შეჯიბრი იქ ველოდებით ახალგაზრდების მონაწილეობას C კატეგორიაში. ჩვენ გვაქვს წრთვნები გარდაბანში და მარნეულში. ორი ან სამი ადამიანის წაყვანას ვგეგმაბთ შეჯიბრზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით"- ამბობს ტოფიკი

ისფაჰანს არაერთ შეჯიბრში მიუღია მონაწილეობა, ევროპის ჩემპიონობამდე
მან თურქეთში 6 იანვარს 65 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
15:31 / 19.10.2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მარნეულელ ამომრჩევლებს ინტერნეტის მეშვეობით ელაპარაკება.
მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულომ
2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
14:37 / 19.10.2018
მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.

დღეს, 19 ოქტომბერს მარნეულის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
14:28 / 19.10.2018
დღეს, 19 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით