სპორტი
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ჰონგ კონგი 11:1 გაანადგურა
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონის ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ქართველ ჰოკეისტებს დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ ჰონგ კონგის ნაკრებისგან, რაზეც ანგარიში და დარტყმების სტატისტიკა მიუთითებს. 11:1 და დარტყმების შეფარდება: 61-13.

განსაკუთრებით გამორჩეული იყო ალექსანდრ ჟუჟუნაშვილისა და ოლივერ ობოლგოგიანის დუეტი. პირველმა ცხრა ქულა (ხუთი გოლი+ოთხი პასი) მიითვალა, წარმოშობით ფინელმა ობოლგოგიანმა – ექვსი ქულა (4+2).

წინა ორი შეხვედრა საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან გამართა. 16 აპრილს თურქეთი 6-2 დაამარცხა, ხოლო 17 აპრილს ბულგარეთს 5-3 სძლია.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 აპრილს, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან ჩაატარებს, 22 აპრილს კი ბოლო ტურში ტაივანს შეხვდება. ექვსგუნდიანი ტურნირის გამარჯვებული მომავალ წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველო-ჰონგ კონგი 11:1

5:1, 3:0, 3:0

I პერიოდი
1:0 შევცოვი-2 (კოზიულინი, ვასილჩენკო), 2:0 ჟუჟუნაშვილი-2 (გეპერიძე), 3:0 ჟუჟუნაშვილი-3, 3:1 ფუნგი-1 (ჰო), 4:1 ჟუჟუნაშვილი-4 (დუმბაძე), 5:1 ჟუჟუნაშვილი-5 (ობოლგოგიანი, შევცოვი).

II პერიოდი
6:1 ობოლგოგიანი-3 (ჟუჟუნაშვილი, დუმბაძე), 7:1 ჟუჟუნაშვილი-5 (შალუნოვი, ობოლგოგიანი), 8:1 ობოლგოგიანი-4 (ჟუჟუნაშვილი).

III პერიოდი
9:1 ობოლგოგიანი-5 (ჟუჟუნაშვილი), 10:1 ობოლგოგიანი-6 (გია ოგანეზიანი, ჟუჟუნაშვილი), 11:1 შალუნოვი-1 (დავით ოგანეზიანი, ვასილჩენკო).

სატურნირო მდგომარეობა:
1. საქართველო – 3 მატჩი, 9 ქულა
2. ბულგარეთი – 3 მატჩი, 6 ქულა
3. ტაივანი – 3 მატჩი, 6 ქულა
4. თურქეთი – 2 მატჩი, 3 ქულა
5. ს. აფრიკა – 2 მატჩი, 0 ქულა
6. ჰონგ კონგი – 3 მატჩი, 0 ქულა

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
20 წლამდე ბორჯღალოსნებმა მსოფლიო
ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი
მოიგეს. გუნდში მარნეულის რაგბის კლუბ „არმაზის“ მოთამაშეებიც
არიან
00:20 / 09.06.2018
20 წლამდე ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი მოიგეს. გუნდში მარნეულის რაგბის კლუბ „არმაზის“ მოთამაშეებიც არიან
20 წლამდე ბორჯღალოსნებმა მსოფლიო
ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი
მოიგეს. გუნდში მარნეულის რაგბის კლუბ „არმაზის“ მოთამაშეებიც
არიან
00:20 / 09.06.2018
20 წლამდე ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი მოიგეს. გუნდში მარნეულის რაგბის კლუბ „არმაზის“ მოთამაშეებიც არიან
ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება
სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა
14:56 / 01.06.2018
ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა
18-20 მაისს თბილისში კიკბოქსინგის
25-ე ჩემპიონატი გაიმართა სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის
18:13 / 22.05.2018
18-20 მაისს თბილისში კიკბოქსინგის 25-ე ჩემპიონატი გაიმართა სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის
18-20 მაისს თბილისში კიკბოქსინგის
25-ე ჩემპიონატი გაიმართა სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის
18:13 / 22.05.2018
18-20 მაისს თბილისში კიკბოქსინგის 25-ე ჩემპიონატი გაიმართა სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები