28 წლის განმავლობაში შექმნილი ასობით საკრავი




საზის ოსტატი ბეფალი ადიგოზალოვი ყოველ დღე მარნეულში საკუთარ სახელოსნოში მიიჩქარის. ის წარმოშობით ბოლნისიდან, სოფელ დალარიდან არის. რამდენიმე წელია, რაც ოჯახთან ერთად მარნეულში საცხოვრებლად გადმოვიდა. მისი დილა ერთი ჭიქა ჩაით იწყება. ამის შემდეგ კი საქმე არ იცდის და საზის გაკეთებას უნდა შეუდგეს.

59 წლის ბეფალი უკვე 28 წელია ამ საქმით არის დაკავებული. ამბობს, რომ ბაბუას და მამას ძალიან უყვარდა აშუღები და ეს სიყვარული მასზეც გადავიდა. ინტერესი, რომ საკრავი თავად გაეკეთებინ, მისი მასწავლებლის კოვრეკ მურადის დამსახურებაა.




ოსტატი ამბობს, რომ საზი ძირითათად თუთის ხისგან მზადდება.

ბეფალი ამბობს, რომ ადრე საზის მომზადება ძალიან რთული იყო ახლა შედარებით გამარტივებულია, რაშიც ახალი ტექნოლოგიები ეხმარება.

ოსტატი გვეუბნება, რომ თუ ამ ინსტრუმენტზე დაკვრა თავად არ იცი ვერც გააკეთებ. მისი ოცნებაა, რომ საკუთარი ხელობა მომავალ თაობებს გაუზიაროს და არ დაივიწყონ.

28 წლის განმავლობაში შექმნილი ასობით საკრავი (ვიდეო)




რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები