საზოგადოება
მოშიმშილე პატიმარი გარდაიცვალა

17 დეკემბერს, პატიმარი გიორგი ფასიეიშვილი, რომელმაც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში გარდაიცვალა.



სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ.

1983 წელს დაბადებული გიორგი ფასიეიშვილი მიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო 1 აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურის განმარტებით, ბრალდებულის შიმშილობის შესახებ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობეს.

სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, სისუსტის გამო, გიორგი ფასიეიშვილი ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა.
სამსახურის განცხადებით, გიორგი ფასეიშვილი გადაადგილებისას ინვალიდის ეტლით სარგებლობდა, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე:

“გიორგი ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.”


 

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ვერძი
დაიცავით ეტიკეტი და დისციპლინა. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან
ვიზიტი
09:23 / 20.01.2019
ვერძი
დაიცავით ეტიკეტი და დისციპლინა. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან ვიზიტი
მესენჯერმა WhatsApp 1-ლი იანვრიდან ცალკეულ
სმარტფონებში ფუნქციონირება შეწყვიტა
22:53 / 19.01.2019
მესენჯერმა WhatsApp 1-ლი იანვრიდან ცალკეულ სმარტფონებში ფუნქციონირება შეწყვიტა
2005
წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18
იანვარს მიმართა
22:22 / 19.01.2019
2005 წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18 იანვარს მიმართა
ვერძი
არ იწუწუნოთ. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. საღამო
ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ
09:06 / 19.01.2019
ვერძი
არ იწუწუნოთ. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. საღამო ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ
მსოფლიოს წამყვანმა სპორტული ფეხსაცმლისა და
ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Nike-მა ინოვაციური
17:08 / 18.01.2019
მსოფლიოს წამყვანმა სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Nike-მა ინოვაციური
ვერძი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან
10:05 / 18.01.2019
ვერძი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან
მთავარ ფოტოზე 16 იანვრის აფეთქებისას
დაღუპულები. მარცხნიდან: ნინო ციცვიძე, ნათია ციცვიძე დაღუპულ შვილთან
ერთად და ლევან დავლაძე.
18:38 / 17.01.2019
მთავარ ფოტოზე 16 იანვრის აფეთქებისას დაღუპულები. მარცხნიდან: ნინო ციცვიძე, ნათია ციცვიძე დაღუპულ შვილთან ერთად და ლევან დავლაძე.
ვერძი
კარგი დღეა ბიზნესის გასაფართოებლად, სარეკლამო
აქციებისთვის
10:02 / 17.01.2019
ვერძი
კარგი დღეა ბიზნესის გასაფართოებლად, სარეკლამო აქციებისთვის