სიახლე
მარნეულელი მშვილდოსნებისთვის აღჭურვილობა 6 400 ლარად შეიძინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა სკოლამ მშვილდოსნობის სექციისათვის აღჭურვილობა 6 400 ლარად შეიძინა.

აღჭურვილობის შეძენამდე მშვილდოსნობის სექცია სხვადასხვა სახის შეჯიბრებებზე ვერ გადიოდა და მხოლოდ ზამთრის თამაშებში იღებდა მონაწილეობას. 2018 წლის 22 ოქტომბერს, ჩვენთან საუბრისას მარნეულის სპორტული სკოლის მშვილდოსნობის სექციის მწრთვნელმა გიორგი გორდეზიანმა თქვა, რომ მარნეულს პერსპექტიული სპორტსმენები ჰყავს, მაგრამ ისინი შესაბამისი იარაღის არქონის გამო შეჯიბრებში ვერ გამოდიან.

მარნეულის სპორტულ სკოლას აღჭურვილობის შეძენის თხოვნით, 2018 წლის ოქტომბერში, საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემაც მიმართა.

„მინდა ავღნიშნო, რომ (მარნეულში) მშვილდოსნობისთვის გადასარევი პირობებია და გადასარევი ადგილი არის. ჩემი თხოვნა იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს მიმართ, რომ დაეხმარონ. ინვენტრარი ძვირადღირებულია, ინვევტარის პრობლემაა მატო. მარნეულში დარწმუნებული ვარ ახალგაზრდები ძალიან ბევრი არიან და ახალგაზრდა სპორტსმენებისაგანაც იქნება მონდომება.“ - გვითხრა ხათუნა ნარიმანიძემ

მარნეულის სპორტულმა სკოლამ მშვილდოსნობისათვის შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მასში მონაწილწობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „მშვილდოსნობის კლუბი ალინა 96“-მა მიიღო. ტენდერის მიხედვით, კომპანიამ მშვილდის ფრთები, მშვილდის სახელური, ეასტონის ისრები წვერებით, ისრების ფრთები, ისრების ჩასადები, ისრების ბოლოები, მშვილდის სადგარი, სამკერდე, კლიკერი, პლუნჟერი, ისრის თარო, გრძელი ღერძი ამორტიზატორის, ამორტიზატორის გვერდითი დამატებები, ამორტიზატორის გადამყვანი და სამიზნეები უნდა შეეძინა.

მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორის იაგო ნავერიანის თქმით, კომპანიამ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება შეასრულა და ინვენტარი სპორტულ სკოლას 2018 წლის 31 დეკემბერს ჩააბარა.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში
დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე
მუშაობს.
23:04 / 18.02.2019
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.

<span style=
18:11 / 18.02.2019

მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს,
დღეს, 18 თებერვალს
14:56 / 18.02.2019
მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს, დღეს, 18 თებერვალს
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც
ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
12:40 / 18.02.2019
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა,
12:21 / 18.02.2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,

დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე
გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი
ლიკვიდირებულია.
11:41 / 18.02.2019
დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ვერძი
ახლობელი ადამიანების გამოცდის დღეა, ზოგიერთთან ურთიერთობის გაწყვეტა
მოგიწევთ
09:57 / 18.02.2019
ვერძი
ახლობელი ადამიანების გამოცდის დღეა, ზოგიერთთან ურთიერთობის გაწყვეტა მოგიწევთ
ოთხი
ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში.
ეჭვმიტანილი დაკავებულია.
22:20 / 17.02.2019
ოთხი ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ვიდეო სიახლეები