სიახლე
807 260 ლარად თამარისში ძიუდოს დარბაზს ააშენებენ
სოფელ თამარისში ძიუდოს დარბაზის მშენებლობისათვის მარნეულის მერიამ 807 260 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა შეასრულოს.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორმა იაგო ნავერიანმა თქვა, სოფელ თამარისში ნამდვილად დგას დარბაზის მშენებლობის საჭიროება.

„თამარისში კი არა, საერთოდ ყველა სოფელში რომ აშენდეს ძიუდოსა და სხვა სპორტული ობიექტი, ეს ყველაზე კარგი იქნება სპორტის განვითარებისათვის და ყველა სოფელში უნდა იყოს ასეთი დარბაზები“ - ამბობს იაგო ნავერიანი

ნავერიანი ასევე აღნიშნავს, რომ თამარისში დარბეზის მშენებლობა სოფელში სპორტსმენთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის სულ 1 441 800 ლარია გათვალისწინებული. როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა, აღნიშნული თანხა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვისაა გამოყოფილი როგორიც თამარისში ძიუდოს დარბაზის, საიმერლოში მინი სტადიონისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. ხოლო მანრეულუს სპორტული სკოლებისათვის 1 180 000 ლარია გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში
დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე
მუშაობს.
23:04 / 18.02.2019
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.

<span style=
18:11 / 18.02.2019

მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს,
დღეს, 18 თებერვალს
14:56 / 18.02.2019
მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს, დღეს, 18 თებერვალს
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც
ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
12:40 / 18.02.2019
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა,
12:21 / 18.02.2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,

დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე
გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი
ლიკვიდირებულია.
11:41 / 18.02.2019
დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ვერძი
ახლობელი ადამიანების გამოცდის დღეა, ზოგიერთთან ურთიერთობის გაწყვეტა
მოგიწევთ
09:57 / 18.02.2019
ვერძი
ახლობელი ადამიანების გამოცდის დღეა, ზოგიერთთან ურთიერთობის გაწყვეტა მოგიწევთ
ოთხი
ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში.
ეჭვმიტანილი დაკავებულია.
22:20 / 17.02.2019
ოთხი ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ვიდეო სიახლეები