თბილისში ქურდობის 4 ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
სამართალდამცავებმა თბილისში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტი გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, არასრულწლოვანია დაკავებული .

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.ა., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები