ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობაში ქართველი ძალოსანი,
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე
(+109 კგ) ჩაერთო.
ჯერჯერობით, გამოსვლა მხოლოდ
ატაცში დასრულდა. ტალახაძემ პირველ ცდაზე
208 კგ დაძლია, მეორეზე- 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ
დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია.