სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ „რევოლუციურ სცენარზე”
საუბრობს და ამტკიცებს, რომ „პირთა გარკვეული ჯგუფები” ცდილობენ
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ
„პროვოკაციები”, რაც მათი განცხადებით, მიზნად ისახავს „დესტრუქციული
და ძალადობრივი” სცენარების განვითარებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების
თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების
ბრალდებით ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა
და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი
მენეჯერი დააკავეს.