პოლონური კლინიკა (SP ZOZ MSWiA w Kielcach) აცხადებს, რომ ოპერაციის
მსვლელობისას პაციენტებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი აყურებინეს.
„პაციენტები, რომლებიც სპინალური ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდნენ,
ნამდვილად მოხარულნი დარჩნენ,“ – წერს კლინიკა და
შესაბამის ფოტოს ავრცელებს.
სპინალური ანესთეზია რეგიონული გაუტკივარებაა. ამ დროს პაციენტი საღ
გონებაზეა, თუმცა ტკივილს ვერ გრძნობს.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, პოლონეთის ნაკრებმა საუდის არაბეთს
ანგარიშით 2:0 მოუგო დ ჯგუფიდან გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პოლონეთი არგენტინას ეთამაშება.