გურიის გუბერნატორი - სტიქიის შემდეგ, გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, 306 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება
გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი.

მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილია 432 აბონენტი.

„ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ
ოჯახს გაეწია. არცერთ სოფელში ფაქტობრივად აღარ არის ჩაკეტილი უბნები, ყველა უბანთან მიყვანილია მინიმუმ საფეხმავლო გზა. ახლა ვმუშაობთ, რომ სამანქანე გზაც მალე იყოს. სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 514 ოჯახი. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათში 30 აბონენტს. გაზმომარაგება შეწყვეტილია 432 აბონენტთან. ადგილზე მობილიზებულია როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ასევე, ,,სოკარ გაზის“ ჯგუფები და ინტენსიურად მუშაობენ, რათა მალე მოხდეს ამ ხარვეზის აღმოფხვრა. გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას საჯარო სკოლებში, არცერთი მოსწავლე არ დარჩება სწავლის უფლების გარეშე, განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ლანჩხუთის ორ საჯარო სკოლაში სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება, ეს არის ჩოჩხათის და შრომისუბნის საჯარო სკოლები. რეგიონის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს. ჩვენ დავიწყებთ იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც პრემიერ -მინისტრმა დააანონსა. რეგიონში საკმაოდ ბევრი სკოლა აშენდება და გარემონტდება”, -
განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google