პაპილომა ვირუსზე აცრას უფასოდ 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 სექტემბრის დადგენილების მიხედვით, პაპილომა ვირუსზე აცრას უფასოდ 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ. ამის შესახებ ცვლილება მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში შევიდა.

ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 15დან 45 წლამდე ასაკის ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით, სქემით – 0 – 2 – 6 თვე.

– პირველ და მეორე დოზებს შორის
მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

დოკუმენტის მიხედვით, ორჯერადი ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მინიმუმ 6 თვის ინტერვალით იქნება შესაძლებელი.

დადგენილებაში წერია, რომ პაპილო მავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 10 − 26 წლის ბიჭების ასაკობრივ ჯგუფშიც შეიძლება შემდეგი სქემით:

– 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში − ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

– 15 − 26 წლის ასაკობრივ ჯგუფში − სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. ამ შემთხვევაშიც პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

წყარო: პუბლიკა
Print E-mail
FaceBook Twitter Google