აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ხანქენდის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეტევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ხანქენდის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეტევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ზოგიერთ სომხურ ანგარიშზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ხანქენდის მიმართულებით ჩვენი შეიარაღებული ძალების სავარაუდო თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ინფორმაციას“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს
განცხადებაში.

მანამდე სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში სროლის და აფეთქებების ხმა ისმის.აღნიშნულ ქალაქს აზერბაიჯანული მხარე ხანქენდის სახელწოდებით მოიხსენიებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google