მარნეულის სამ სკოლაში ექიმის ვაკანსიაა გამოცხადებული.
სკოლის ექიმს ეძებს ქალაქ მარნეულის №3 საჯარო სკოლა, სადახლოს №2
საჯარო სკოლა და შაუმიანის №3 საჯარო სკოლა.
მასწავლებლების ვაკანსიების
ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თავისუფალ ადგილებზე
განცხადებების შეტანა სადახლოს №2 საჯარო სკოლის შემთხვევაში 13
მარტამდეა, შაუმიანის №3 სკოლაში 15 მარტამდე, ხოლო ქალაქ მარნეულის
N3 სკოლაში 17 მარტამდე. სამივე ვაკანსიაზე ხელფასი 600
ლარიდან
იწყება.
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის №3 საჯარო
სკოლა:
- სამუშაო საათები - 40 სთ/კვირაში
- სავარაუდო ხელფასი - 600-720 ლარი/თვეში
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №2 საჯარო
სკოლა:
- სამუშაო საათები - 40 სთ/კვირაში
- სავარაუდო ხელფასი - 720 ლარი/თვეში
სსიპ - ქალაქ მარნეულის №3 საჯარო სკოლა:
- სამუშაო საათები 40 სთ/კვირაში
- სავარაუდო ხელფასი 0-605 ლარი/თვეში
მუშაობის დაწყება არჩეულ კანდიდატებს 1 აპრილიდან შეეძლებათ.