ბარანოვსკი: არ ველი, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოზე რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება
გერმანიის მარშალის ფონდის ექსპერტი პოლონეთში, მიხალ ბარანოვსკი სახელმწიფო დეპარტამენტის ვაშინგტონის საგარეო პრესცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოახლოებულ NATO-ს სამიტსა და საქართველოზე საუბრობს. მისი თქმით, არ ელის, რომ საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა სამიტზე საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, იქნება თუ არა მოულოდნელი თუ საქართველოს არ მიიწვევენ და რა შედეგი მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას.

„არ ველოდები, რომ რაიმე
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმის მიღმა, რაც გვქონდა ბუქარესტში და შემდეგ ვილნიუსში. საქართველო, გარკვეულწილად, არ მიჰყვება თავის დღის წესრიგს და შეაქვს ძალიან საეჭვო, პრობლემური და მიუღებელი ცვლილებები კანონებში, რომელიც ბევრ ჩვენგანს NGO-ების წინააღმდეგ რუსულ კანონებს გვახსენებს.

ამიტომ ვფიქრობ, ნაკლებსავარაუდო დროა იმისთვის, რომ საქართველო უზრუნველყოფილი იყოს შემდგომი ნაბიჯებით, როცა საქმე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება. მოდით, აქ შევჩერდები”,
– განაცხადა მან.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print E-mail
თეგები: NATO საქართველო
FaceBook Twitter Google